1. ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

1.1 Animals.Ge არის შუამავალი, რომელიც ეხმარება გამყიდველს და მყიდველს დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

1.2 Animals.Ge -ს არ ეკუთვნის საიტზე განთავსებული არცერთი პროდუქცია/მომსახურება და არ აგებს პასუხს მათ ნამდვილობაზე.

1.3 საინტზე განთავებული განცხადების ყველა დეტალზე პასუხისმგებელი არის განცხადების ავტორი.

1.4 ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი საიტზე პირად ინფორმაციას ანთავსებს თავისი სურვილით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

1.5 საიტზე ინფორმაციის განთავსებისას მომხმარებელი ეთანხმება, რომ ინფორმაცია იქნება საჯარო და ყველას შეეძლება მისი ნახავა.

1.6 გამომდინარე საიტის წესებიდან მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს დაკავშირებულს ამ ინფორმაციის გავრცელებასთან.

1.7 მომხმარებელი ვალდებულია გაიაზროს რისკები და ნებისმიერი ფინანსური გარიგების წინ გადაამოწმოს განცხადების სისწორე.

2. განცხადების განთავსება

2.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება საიტზე განათავსოს განცხადება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

2.2 საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და დაეთანხმოთ Animals.Ge საიტით სარგებლობის წესებს.

2.3 საიტზე განცხადების დამატების უფლება აქვს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა 18 წლამდე ფიზიკური პირებისა.

2.4 მომხმარებელი ვალდებულია საიტის ინსტრუქციების მიხედვით განათავსოს სრული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის/მომსახურების და შეთანხმების პირობების შესახებ. ამასთან, განცხადებაზე ატვირთული ფოტოები უნდა იყოს მხოლოდ სარეალიზაციო პროდუქტის, ან მომსახურების შინაარსის ამსახველი. აკრძალულია განცხადებაში სარეალიზაციო პროდუქტის ან მომსახურების შინაარსის ამსახველი ფოტოსაგან განსხვავებული ვიზუალის ატვირთვა (მათ შორის, ატვირთული ფაილი არ უნდა იყოს: კომპანიის ლოგო, სხვა ნივთის ამსახველი ფოტო, ფოტოზე დატანილი ავტორის ვებ გვერდის, ტელეფონის ნომრის, პროდუქტის ღირებულების, შეთავაზებული მომსახურებისა თუ სხვა სახის გარეშე ინფორმაციის შემცველი).

2.5 განცხადების განთავსებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას აქვს განცხადებაში მითითებული პროდუქციის/მომსახურების რეალიზაციის უფლება.

2.6 ვებ გერდზე ერთ მომხმარებელს შეიძლება განათავსოს უფასო განცხადებები. ამათგან არცერთი განცხადება არ უნდა მეორდებოდეს(არ უნდა იყოს განცხადების დუბლირება), აკრძალულია ზოგადი ტიპის განცხადების განთავსება, გაყიდვების კატეგორიაში.  ასევე აკრძალულია განცხადებაში ე.წ. ტეგების გამოყენება.

2.7 განთავსებული განცხადება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს Animals.Ge-ზე მოცემულ კატეგორიებს..

2.8 განცხადება არ უნდა იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი. არ უნდა ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას. არ უნდა არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

2.9 აკრძალულია გარეული ცხოველების (მათ შორის: ძუძუმწოვრები, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ყველა სახის გარეული ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც მუდმივად ან დროებით ბინადრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობაში) რეალიზაციის შესახებ შინაარსის. გარეული ცხოველების გარემოდან უკანონოდ ამოღება, მათი დატყვევება და მათი დერივატებით ვაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამმართალდარღვევათა კოდექსის 85 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და ითვალისწინებს ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და ცხოველის ან მისი დერივატის კონფისკაციით!

2.10 მომხმარებელს არ შეუძლია გამოიტანოს დასკვნა გარიგების ლეგალურობის შესახებ, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ პროდუქცია/მომსახურება განთავსებლია საიტზე.

3. Animals.Ge-ს უფლებები და მოვალეობები

3.1 საიტის ადმინისტრაცია არ არის არცერთი შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არცერთი მომხმარებლის ქმედებაზე.

3.2 საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

3.4 საიტის ადმინისტრაცია ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ განცხადების განმთავსებელი პირის საიტზე მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.

3.5 ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება განთავსებული საიტზე საიტის წესების დარღვევით წაიშლება და მომხმარებლის პროფილი, რომლითაც განათავსდა ასეთი განცხადება იქნება დაბლოკილი განცხადების შინაარსიდან გამომდინარე 1 კვირიდან, სამუდამო ბლოკამდე.

3.6 საიტის წესების რომელიმე პუნქტის ორჯერ, ან მეტჯერ დარღვევის შემთხვევაშიადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის ტელეფონის ნომერი და IP მისამართი.

3.7 საიტის ადმინისტრაციას უფლება აქვს შეწყვიტოს ნებისმიერი განცხადების გამოქვეყნება ნებისმიერ დროს.

3.8 საიტის ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს საიტზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.

3.9 საიტის ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას საიტის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.10 საიტზე დიდი რაოდენობის განცხადებების განთავსების მიზნით, რამოდენიმე მომხმარებლის რეგისტრაციის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.11 შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი.

3.13 საიტის ადმინისტრაციას შეუძლია შეცვალოს ეს შეთანხმება ყოველგვარი სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ცვლილებები ასახული იქნება ‘საიტის მოხმარების წესების’ განყოფილებაში.

4. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

4.1 მომხმარებელს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი მომხმარებლის სახელი და პაროლი მესამე პირს

4.2 პირადი მონაცემების გავრცელების შესახებ ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია სასწრაფოდ შეცვალოს ისინი.

4.3 მომხმარებელს ეკრძალება საიტზე საიტის წესების რომელიმე პუნქტისგან დამრღვევი განცხადების განთავსება.

4.4 მომხმარებელს ეკრძალება განცხადებაში ნებისმიერი სახის რეკლამირება (განსხვავებული განცხადების ობიექტისაგან), ან სხვა საიტის ბმულის მითითება.

4.5 მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და საიტის წესების შესაბამისად და აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოს კანონმდებლობით.

4.6 თუ მომხმარებელს უჩნდება რაიმე სახის პრეტენზია ან გაუგებრობა სხვა მომხმარებლის მიმართ, იგი წარადგენს თავის პრეტენზიებს უშუალოდ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც აქვს პრეტენზია, მმართველი კომპანიისგან დამოუკიდებლად. იგი ათავისუფლებს მმართველ კომპანიას (ასევე მის ნებისმიერ თანამშრომელს) ყოველგვარი მოთხოვნებისგან. მათ შორის: ზარალის კომპენსაციისგან, ხარჯების ანაზღაურებისგან და ნებისმიერი დანახარჯის ანაზღაურებისგან დაკავშირებული საიტის მეშვეობით შემდგარ შეთანხმებასთან.

4.7 საიტის გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი გარანტიის გარეშე, და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.8 მომხმარებელი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ, საიტი მას აძლევს საშუალებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებს.

5.რეგისტრაციის წესები:

5.1 მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს რეალური მონაცემები, საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი და მდებარეობა.

5.2 რეგისტრაციის დროს აკრძალულია სხვა პიროვნების მონაცემების მითითება.

5.3 მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა იყოს მის მფლობელობაში არსებული აქტიური ელ. ფოსტის მისამართი, იგი შეიძლება შეიცავდეს ლათინურ სიმბოლოებს (A-Z), ციფრებს (0-9) და სიმბოლოებს.

5.4 აკრძალულია მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი ფრაზის მითითება.